საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყნის ეროვნული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტი განიხილა, რომელიც 2030 წლისთვის საქართველოს განვითარების ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებს ასახავს. აღინიშნა, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის მდგრადი, გრძელვადიანი განვითარების დაგეგმვისათვის, მისი ხედვა კი ორიენტირებულია თითოეული მოქალაქის ცხოვრების ხარისხის გაზრდასა და კეთილდღეობაზე.
სხდომის დასასრულს, საბჭოს წევრებმა ქვეყნის ეროვნული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტი მოიწონეს, რომელიც დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.