თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პირველი და მესამე მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია წლის ბოლოს დასრულდება
21-11-2015, 02:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პირველი და მესამე მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია 2014 წლის 22 აპრილს დაიწყო და მის ძირითად ნაწილზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. 2016 წლის გაზაფხულისთვის კი მთლიანად დამთავრდება გარე განათების მონტაჟი და მეორადი გზების დაგება.

 

 

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

 

 

ამ ეტაპზე, გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე უკვე დასრულებულია ხელოვნური ნაგებობებისა და სატრანსპორტო კვანძების მშენებლობა. აშენდა საავტომობილო და საფეხმავლო ხიდები და მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება გზის ორივე მხარეს, ასევე, გზის შემოფარგვლის, ტროტუარების მოწყობის, გარე განათების ქსელის მონტაჟისა და გზის გამწვანების სამუშაოები.

 


თავდაპირველი პროექტი გზის გარე განათების ქსელის და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოწყობას არ ითვალისწინებდა, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, შიდა გზების არარსებობის გამო, სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.

 

 

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აზიის განვითარების ბანკთან შეთანხებით, მიიღო გადაწყვეტილება და პროექტში შესაბამისი ცვლილება შეიტანა.

 

 

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება 96 685 218.40 ლარია.

 


პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოებზე 300-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი