კახა კალაძე: საქართველოს ხელისუფლებას პროდასავლური გზიდან არასდროს გადაუხვევია
02-09-2022, 14:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუხვევია იმ გზიდან, რომელიც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას გულისხმობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 


კითხვაზე, ბოლო პერიოდში ქვეყნის ხელისუფლებამ დასავლეთთან მიმართებაში რიტორიკა შეცვალა თუ არა, კახა კალაძე პასუხობს, რომ ამ გზიდან გადახვევა არ ყოფილა.

 


„საქართველოს ხელისუფლებას არანაირი პრობლემა არ შეუქმნია იმ გზისთვის,
რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული - ეს არის გზა, რომელიც გულისხმობს
საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ
თანმიმდევრულები, მივყვებით ყველა იმ განსახორციელებელ რეფორმას და
გადასადგმელ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებლად გასაკეთებელია ამ მნიშვნელოვან
და რთულ გზაზე.

 


ჩვენ არანაირი გადახვევა არ გაგვიკეთებია. თუმცა, როდესაც ხდება არასწორი
განცხადებების გაკეთება, შეურაცხმყოფელი რეზოლუციების მიღება, რა თქმა უნდა,
ჩვენი მხრიდან ამას ყოველთვის ექნება რეაგირება.

 


საქართველო, ჩვენი ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, თუნდაც
სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის უფრო გაღრმავებისთვის, მაგრამ ეს
ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი