GUARDIAN.GE-ის ფოტოები
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის და ეცერის მიმდებარე ტყეში ხანძარია. ამ დროისთვის ცეცხლის ქრობის სამუშაოები არ არის დაწყებული.
როგორც GUARDIAN.GE-ის მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, მთის ფერდობზე, ტყეში, ცეხლის კერის წარმოშობის მიზეზი მეხის დარტყმა გახდა. ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ხანძრის მიმდებარე ზონაში ადგილობრივი სამაშველო სამსახურია გასული და თუკი ტერიტორია მიუვალი იქნება, არ არის გამორიცხული ხანძრის ლოკალიზების პროცესში ვერტმფრენები ჩაერთონ.

ცეცხლის კერა ეცერის თემში შემავალი სოფლებიდან მოცილებით, შერეულ - წიწვოვან და ფოთლოვან ტყეში ფიქსირდება.

ხანძრის ზონაში პერიოდულად ცვალებადი მიმართულების ძლიერი ქარი უბერავს.

ამ დროისთვის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.