საბურთალოს რაიონის გამგეობა ვაშლიჯვარში, სარაჯიშვილის ქ. N1-ის მიმდებარედ ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.
პროექტის მიხედვით, 1 500 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.
ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება, მოეწყობა სარწყავი სისტემა,
დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე და რულონური ბალახი დაიგება. ასევე,
დამონტაჟდება LED განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი დეკორატიული
ფილებით მოპირკეთდება და ტერიტორიაზე ყველა საჭირო ინვენტარი
განთავსდება.
პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 278 686 ლარი გამოიყო.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „ტაო“ ასრულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.