ა/ა/იპ ,,ახალგაზრდული ცენტრის"(ხელმძღვანელი მამუკა ჩიქოვანი) ინიციატივით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ბალნეოლოლოგიურ კურორტ ,,ლაშიჭალაში", ახალგაზრდული ღონისძიება შედგა.
ინტელექტუალური კონკურსი ,,რა? სად? როდის", და მუსიკალური ,,მელომანი" ლეჩხუმელი ახალგაზრდების მონაწილეობით გაიმართა, რომლებიც ამ დღისთვის ორგანიზატორებმა კურორტზე შეკრიბეს.
დასასრულს ფილმის ჩვენება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინე კობახიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე მარიკა კოპალიანი.
ახალგაზრდულ ღონისძიებას ესწრებოდნენ კურორტის დამსვენებლები.
ინფორმაციას ცაგერის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.