თინათინ ხიდაშელი: უსაფუძვლოა ყველა ეჭვი და ვარაუდი, რომ რუსეთთან დასავლეთის შეთანხმება შედგება
21-11-2015, 02:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"უსაფუძვლოა ყველა ეჭვი და ვარაუდი, რომელსაც სკეპტიკოსები გამოთქვამენ, რომ რუსეთთან შეთანხმება შედგება და პუტინთან კავშირის შედეგად ყველას დაავიწყდება უკრაინა და რუსეთთან დაკავშირებული სხვა საკითხები", - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა კანადაში ვიზიტისას გააკეთა, სადაც იგი ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმს ესწრება. ღონისძიების გახსნამდე, თინათინ ხიდაშელი კონფერენციაში მონაწილე თავდაცვის მინისტრებს შეხვდა.

 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მრავალმხრივი ფორმატის შეხვედრა, რომელსაც ნიდერლანდების სამეფოს, ლიტვის, ალბანეთის, მაკედონიის თავდაცვის მინისტრები და პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსი დაესწრნენ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა რუსეთის პოლიტიკა იყო.

 

 

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრით დაიწყო ვიზიტი, რომელზეც ერთადერთი განსახილველი თემა იყო რუსეთი და მისი ქმედებები. ევროპაში პარიზის ტერორისტული აქტების შემდეგ შექმნილ ფონზე, მთავარი საკითხი რაზეც თავდაცვის მინისტრები, კონფერენციის გახსნამდე, დახურულ კარს მიღმა ვთანხმდებით და ვსაუბრობთ ეს არის სწორედ რუსეთის თემა, რაც ძალიან ბევრის მთქმელი და მანიშნებელია. უსაფუძვლოა ყველა ეჭვი და ვარაუდი, რომელსაც სკეპტიკოსები გამოთქვამენ, რომ რუსეთთან შეთანხმება შედგება და პუტინთან კავშირის შედეგად ყველას დაავიწყდება უკრაინა და რუსეთთან დაკავშირებული სხვა საკითხები. ამ კონფერენციაზე, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორუმია, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდება. ეს დადასტურდება კონფერენციის ღია სხდომებზე და უკვე დადასტურდა კიდეც, სწორედ, იმ ფაქტით, რომ კონფერენციის დაწყებამდე მთავარი საკითხი რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რაც გვაწუხებს, რაზეც გვინდა რომ შევჩერდეთ და ერთიანი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ, არის რუსეთი",- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 

 

საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი პლენარული სხდომის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი