ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე გზების კეთილმოწყობა გრძელდება. ამ ეტაპზე ასფალტის საფარი ზღვისუბნის IV მიკრორაიონის XI კორპუსთან იგება. აღნიშნულ მისამართზე წყალარინების მოძველებული ქსელი შეიცვლა და საგზაო ინფრასტრუქტურა 2 270 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
ბოლო ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებსნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძედათბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე გაეცნენ. გამგებელი და საკრებულოს წევრი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და პროექტის შესახებ ისაუბრეს.
„ნაძალადევის რაიონში აქტიურად ვაგრძელებთ საცხოვრებელი კორპუსების ეზოების მოწესრიგებას. დღეს ზღვისუბნის IV მიკრორაიონში ვიმყოფებით, სადაც საგზაო სამუშაოების დაწყებამდე სრულად შეიცვალა წყალარინების ქსელი და კაპიტალურად კეთდება გზა. ამ პროექტით 85 ოჯახს მოუგვარდება ინფრასტრუქტურული პრობლემები. ასფალტის დაგება დღეს დასრულდება დაადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - აღნიშნა ირაკლი ანდღულაძემ.
მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და გზის რეაბილიტაციის საერთო ღირებულება 210 000 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.