GUARDIAN.GE-ის ფოტო
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის და ეცერის მიმდებარე ტყეში 2 სექტემბერს გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო.
როგორც GUARDIAN.GE-ის მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, მთის ფერდობზე, ტყეში, ცეხლის კერის წარმოშობის მიზეზი მეხის დარტყმა გახდა. მერის ინფორმაციით, ხანძრის ზონაში ადგილობრივი სამაშველო სამსახური გავიდა და ძირითადი კერის ლოკალიზება მოახერხა, თუმცა 3 სექტემბერს ცეცხლი ისევ განახლდა და ამჟამად ქრობის პროცესში ვერტმფრენია ჩართული.
ცეცხლის კერა ფარის და ეცერის თემში შემავალი სოფლებიდან მოცილებით, წიწვოვან და ფოთლოვან ტყეში დაფიქსირდა. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.