ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „ახალქალაქობა 2022“ აღინიშნა
05-09-2022, 10:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში "ახალქალაქობა 2022" აღინიშნა. ქალაქი 958 წლისაა! მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა. ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სოსო ალიბეგაშვილი, რწმუნებულის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე,ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი სამველ მანუკიანი, დეპუტატი სუმბატ კიურეღიანი,საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


"ახალქალაქობა 2022" დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა ქალაქის ცენტრალურ პარკში. დაგეგმილ ღონისძიებებს შორის იყო გამოფენები, ანიმაციური გმირების შოუ, ბავშვთა გასართობი პროგრამები, სპორტული შეჯიბრებები, კონცერტი ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი სპორტსმენები დაჯილდოვდნენ მედლებით, სიგელებითა და ფულადი ჯილდოთი. ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.

 


ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი