ნიკანორ მელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 1/3-ით შემცირდა და უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს
05-09-2022, 13:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას განცხადებით, საქართველოში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია, რაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით უნდა განიმუხტოს.

 


მელიას შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ზურგი შეაქცია საკუთარმა ამომრჩეველმაც, მმართველი პარტიისა და ბიძინა ივანიშვილის ამომრჩეველი ბოლო პერიოდში 1/3 -ით შემცირდა და ესეც კი საკმარისია ვადამდელი არჩევნების დასანიშნად.

 


„მეგობრებო, საქართველოს მოქალაქეებო, მოგმართავთ ყველას, ვისაც ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის ევროპული მომავალი გვინდა, ყველას, ვისაც ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება გვინდა. 30 წლის წინ საქართველომ დიდი ბრძოლით თავი დააღწია საბჭოთა იმპერიას და განაგრძო სვლა ევროპისკენ. ეს სვლა ხან იყო უფრო სწრაფი, ხან იყო უფრო ნელი, მაგრამ სვლა არასოდეს შეჩერებულა, არასოდეს შეჩერებულა დღევანდელ დღემდე, მაგრამ სამწუხაროდ, ეს სვლა დღეს არის შეჩერებული თავიდან ბოლომდე და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ყველაზე ახლოს ვართ ევროპულ პერსპექტივებთან და ჩენი ბედის უკუღმართობით, ამ ისტორიულ მომენტში, ქვეყნის მართვის სადავეებთან არის „რუსული ოცნება“, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს და საქართველოს მიათრევს უკან, იმპერიულ წიაღში, არადა ხალხის ნება არის ევროპა. ამ გზაზე პირველი და გადამწვეტი ნაბიჯია, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი. ოლიგარქის „ოცნება“ კი სრულიად საპირისპიროს აკეთებს.

 


ხელისუფლება დაუპირისპირდა ხალხს და ასეთი ხელისუფლება უნდა შეიცვალოს მალე. დასაკარგი დრო არ გვაქვს, დღეს არსებული უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება, ძალიან მალე დაიხუროს და ამაში დამნაშავე ვიქნებით ჩენ, თითოეული ჩენგანი. სწორედ ამიტომ, შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, მოქმედება, აქტივობა იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად, ამ ისტორიული ამოცანის შესასრულებლად.

 


და რა არის ჩვენი სტრატეგიული გეგმა? პირველი – მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები ვადამდელი არჩევნების მისაღწევად. მეორე – უწყვეტი ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან, ვესაუბრებით ყველგან, ქალაქებსა და სოფლებში, ქუჩებსა და სკვერებში, ევროპული არჩევანის დაცვისა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე. მოქალაქეებს წარვუდგენთ ხედვებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს თვეებში ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, როგორ ქვეყანას ავაშენებთ ცვლილებების შემდეგ – მდიდარი სახელმწიფო, წარმატებული ადამიანებით, სადაც გამორიცხული იქნება ძალაუფლების კონსოლიდაცია ადამიანების ერთი ჯგუფის ხელში.

 


თავდადებით და შემართებით უნდა გავაჩინოთ გამარჯვების რწმენა, გავაძლიეროთ ნდობა და გავააქტიუროთ სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე. მესამე, უცხოელ პარტნირეობთან ინტენსიური კომუნიკაცია, და აშკარაა, რომ ჩვენი მეგობრები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ „რუსული ოცნების“ პირობებში საქართველომ გადაუხვია დასავლურ გზას და რუსული ორიენტირი აირჩია საბოლოოდ. ვაღიაროთ, ასეთი განწყობა მათი მხრიდან არ იყო არც 2020 და არც 2021 წლებში. ამ მოძრაობის შედეგად ფართო საზოგადოებრივი ჩართულობითა და საერთაშორისო ზეწოლის გენერირებით, პოლიტიკური აქტივობების და პროტესტის მზარდი მასშტაბებით, ინტენსივობითა და მუხტით უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

 


განსხვავებით წინა წლებისაგან, დღეს არსებობს ყველა წინაპირობა, რომ ბრძოლა გამარჯვებით დასრულდეს. დღეს არის უპრეცედენტო საზოგადოებრივი ერთიანობა ევროპული იდეის ირგვლივ. 70%-ზე მეტი მოქალაქეებისა ფიქრობს, რომ ხელისუფლების ცვლილება აუცილებელია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ასი ათასობით ადამიანმა რუსთაველის გამზირზე საჯაროდ გამოხატა თავისი ნება, რომ არავითარ შემთხვევაში არ დათმობს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. „ქართულ ოცნებას“ ზურგი შეაქცია საკუთარმა ამომრჩეველმაც. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ბოლო პერიოდში შემცირდა 1/3 -ით. მან საკუთარ ამომრჩეველშიც დაკარგა ლეგიტიმაცია, რადიკალურადაა შეცვლილი სურათი და ნორმალურ სახელმწიფოში ესეც კი კმარა ვადამდელი არჩევნების დასანიშნად. მათაც, ვინც 2021 წელს ივანიშვილის ხელისუფლებას მისცა ხმა, ევროპული მომავალი უნდათ, არადა დღეს ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 13% ამბობს, რომ „ქართული ოცნება“, ივანიშვილის რეჟიმი არის პროდასავლური.

 


რეჟიმი მოვიდა პროდასავლური გზავნილებით ხელისუფლებაში, რაც დღეს კარდინალურადაა შეცვლილი, დეკლარირებულადაც კი არის შეცვლილი, განსხვავებით წინა წლებისგან. ხელისუფლების ნება მიუღებელია მისივე ამომრჩევლებისთვისაც. უმრავლესობა „ქართული ოცნების“ დღეს განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, რაც საკმარისი საფუძველია ახალი არჩევნების დასანიშნად.

 


რას ეფუძნება „რუსული ოცნების“ სტრატეგია? თავი მოგვაჩვენოს, რომ ძლიერია და ამით თესოს უიმედობა, რომ არაფერი არ გამოვა, რომ არაფერზე უკან არ დაიხევენ, დაუნდობლად გაუსწორდებიან ყველას, ვინც მათ რეჟიმს საფრთხეს შეუქმნის. ეს სტრატეგია მათი ბოლო ხავსია, მათი ერთადერთი და უკანასკნელი სტრატეგიაა, მათ სხვა არაფერი დარჩენიათ. ჩვენ მხარეს კი არის უდიდესი მორალური უპირატესობა და აქამდე უპრეცედენტო საზოგადოებრივი ერთიანობა. მთავარია, არ დავიღალოთ, ჩვენი თანმიმდევრულობით და ორგანიზებულობით, იდეის ერთგულებით, ჩვენი ერთობით, პრინციპულობითა და თავდადებით ჩამოვშალოთ „რუსული ოცნება“. ჩვენი ბრძოლა არის მართალი და როდესაც ვამბობ ჩვენი, ვგულისხმობ არა საკუთარ თავს, საკუთარ პარტიას ან თუნდაც ოპოზიციას, არამედ ვგულისხმობ თითოეულ ადამიანს, რომელსაც სურს საქართველოს ევროპული მომავალი.

 


საქართველოს მომავალი ევროკავშირში და ევრო-ატლანტიკურ სივრცეშია. ჩვენ უნდა გავხდეთ ამბიციური სახელმწიფო, სადაც ადამიანები ბრუნდებიან და საიდანაც არ მირბიან. სწორედ ამისთვის არის საჭირო ვადამდელი არჩევნები. ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია და ჩვენ ეს კრიზისი უნდა ვაქციოთ ახალ შესაძლებლობლად და ვადამდელი არჩევნებით შევქმნათ ახალი რეალობა. ვადამდელი არჩევნებით ყველა თავისი გემოვნებით აირჩევს მისთვის სასურველ პარტიას, მაგრამ ჩვენ ყველას ერთად და ცალ-ცალკე მოგვეცემა შესაძლებლობა, ავირჩიოთ ევროპა“, – განაცხადა მელიამ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი