კახა კალაძემ თბილისის შემოგარენში, ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრების შესაძლო კავშირს სამომავლო მშენებლობების გეგმებთან, მიზანმიმართული სიცრუე უწოდა
05-09-2022, 13:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის შემოგარენში, ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრების თემას გამოეხმაურა და მის შესაძლო კავშირს იქ სამომავლო მშენებლობების გეგმებთან, მიზანმიმართული სიცრუე უწოდა.

 


თბილისის მერის თქმით, წარსულს ჩაბარდა ის პრაქტიკა, როდესაც მშენებლობები რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე ხორციელდებოდა.

 


„საბედნიეროდ, ჩვენი ეს წლები ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს, როდესაც ხდებოდა ტყეების გაჩეხა, რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების ხარჯზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში, როდესაც ამას აკეთებდნენ. ჩვენ და პირადად მე კი, არაერთი მნიშვნელოვანი სივრცე დავუბრუნეთდედაქალაქს. ჩვენ ეს მიდგომა გვექნება.

 


რაც შეეხება ზონებს, როდესაც ხდება ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ აუცილებლად ტყე უნდა იყოს ან ხეები იყოს დარგული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 


კახა კალაძემ სახანძრო ეკიპაჟების დაგვიანებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ასევე, დეზინფორმაცია უწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანს ემსახურება.

 


„ეს არის ტყუილი. თქვენ მიზანმიმართულად ცდილობთ, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში და ეს არ არის პირველი შემთხვევა. საზოგადოება კარგად ხედავს ყველაფერს. ჩვენ გვყავს გმირი მეხანძრე-მაშველები. მინდა, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც მათ გააკეთეს ბორჯომის ხეობაში, იმისთვის, თუ როგორ ემსახურებიან ამ ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს. თავისი სიცოცხლის ფასადაც მზად არიან, ყოველდღიურად ემსახურონ სამშობლოს. თქვენ კი ცდილობთ, ტალახი ესროლოთ ადამიანებს, ჩრდილი მიაყენოთ, მაგრამ არაფერი გამოგივათ. თქვენს ბინძურ კამპანიას საზოგადოების მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი