კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილზე: ეს ადამიანი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ასე იქნება ყოველთვის
05-09-2022, 13:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ შეაფასა ბიძინა ივანიშვილის წვლილი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და აღნიშნა, რომ თავის დროზე პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება ივანიშვილმა საკუთარი სიცოცხლის ფასად, ქვეყნის ინტერესების დასაცავად მიიღო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

 


კახა კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ტალახი ესროლოს ბიძინა ივანიშვილს, თუმცა არაფერი გამოუვათ.

 


„ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, მეცენატი, ადამიანი, რომელმაც უდიდესი გარდატეხა შეიტანა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავისა და საკუთარი ოჯახის სიცოცხლის ფასად გაგისტუმრათ თქვენ „ნაციონალური მოძრაობა“, კრიმინალები, სისხლიანი რეჟიმი, რომელიც დაკავებული იყო ადამიანების წამებით, ადამიანების გაუპატიურებით საპყრობილეში, იმ უმძიმესი მოპყრობით. სიტყვებით გადმოცემაც კი მიჭირს იმ რეალობის, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში იმ წლების განმავლობაში. ამ ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, შემოსულიყო პოლიტიკაში და მთელი საქართველო გააერთიანა მის ირგვლივ და არჩევნების, ცივილური გზით, როგორც ეს განვითარებულ, ევროპულ ქვეყნებში ხდება, გაგისტუმრათ იქ, სადაც საჭირო იყო.

 


თქვენ ყველანაირად ცდილობთ, ცილი დასწამოთ და ტალახი ესროლოთ მას, მაგრამ არაფერიგამოგივათ. ეს ადამიანი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ასე იქნება ყოველთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი