საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში
შიდა აუდიტის ტრენინგი დაიწყო. ტრენინგების სერიის მე-8 ეტაპი თავდაცვის მინისტრის
მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის დირექტორმა ალექსანდრე
ვინიკოვმა ოფიციალურად გახსნეს.
სწავლებაში 22 სხვადასხვა საჯარო უწყების 30 შიდა აუდიტორი მონაწილეობს. მათ ოთხდღიანი
კურსის ფარგლებში ბრიტანელი ექსპერტი ჯონ ჩეშიერი „პერსონალის ჯანმრთელობისა და
კეთილდღეობის აუდიტის“, ასევე „საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტის“ საკითხებს
გააცნობს.
კურსი საჯარო სექტორში ფუნქციურად ძლიერი შიდა აუდიტის სამსახურების ჩამოყალიბებასა
და აუდიტის საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას
ისახავს მიზნად. ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის
ინიციატივით, ნატო-საქართველოს კეთილსინდისიერების ამაღლების (BI) პროგრამის
მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრთან
კოორდინაციით ტარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.