საბურთალოს რაიონში, ბიძინა ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 4 453 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.
აღნიშნულ მისამართზე, ამ დრომდე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდათ.
მიმდინარე პროცესს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „საბურთალოს რაიონში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. ამჟამად, გზის მოწესრიგება ბარათაშვილის ქუჩაზე დავიწყეთ, სადაც წლების განმავლობაში მოსახლეობა გრუნტიან გზაზე გადაადგილდებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მცხოვრებლები კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს კი, კონტრაქტორი კომპანია „სკინჩი“ ასრულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.