ბერნარდ კუშნერი, რომელიც 7 წელი საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი იყო, ქართული ჯანდაცვის რეფორმირების შესახებ რჩევებს იძლევა
21-11-2015, 04:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბერნარდ კუშნერი, რომელიც 7 წელი საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი იყო, ქართული ჯანდაცვის რეფორმირების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ რეფორმები იქნება კატასტროფული, თუ მას მთავრობა მხოლოდ ექსპერტების დახმარებით განახორციელებს.

 


ამის შესახებ გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბერნარდ კუშნერმა საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში"გლობალურ კონფერენციაზე - "ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში: საქართველო და მსოფლიო" - განაცხადა.

 

 

მისი აზრით, აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას.

 

 

"მოგეხსენებათ 7 წლის განმავლობაში მე ვიყავი საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი და ამ ხნის განმავლობაშიც და შემდეგაც ჩემს ქვეყანაში ძალიან ბევრი გამოწვევა იყო. ჩვენთანაც ტარდებოდა რეფორმები. მინდა დაგარწმუნოთ, რომ რეფორმები იქნება კატასტროფული, თუ მხოლოდ ექსპერტების დახმარებით ახორციელებთ მათ. ჩვენ ეს გვიცდია და მაინცდამაინც კარგი შედეგები არ მიგვიღია. ჩვენ, ასე ვიტყოდი, ვიმყოფებით პირველ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმისა. ეს არ არის მხოლოდ სამედიცინო სფეროს რეფორმა. ჩვენ ვსაუბრობთ სწორედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებზე, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობისთვის, ყოველი ადამიანისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას. რა საკვირველია არც ჩემს ქვეყანაში არ იყო ასეთი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი და ალბათ არც საქართველოში არ არის ეს მიღწეული.

 

 

თქვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან თანამშრომლობთ, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე, და სწორედ ამიტომაც ვახსენე "პოლიტიკა", მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთდამოკიდებულება. არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ ექსპერტების გამოცდილება, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ადამიანებისთვის იმის განმარტება, თუ რა ხდება და რა შედეგია მოსალოდნელი. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია დასახული მიზნების გაზიარება საზოგადოებისთვის. როდესაც რეფორმებს ატარებთ, ასეთი კომუნიკაცია უნდა იყოს", - განაცხადა ბერნარდ კუშნერმა.

 

 

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება დანახარჯებთანაა დაკავშირებული.

 

 

"ეს არის ეტაპობრივი პროცესი. საჭიროა გქონდეთ საკმარისი რესურსი, რომ რეფორმები გაატაროთ. მედიცინაში პროგრესი ნამდვილად იმას ნიშნავს, რომ ამ პროგრესის დანერგვა გარკვეულ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ეს ყველაფერი საჭიროებს დაბალანსებას, ვინაიდან ქვეყნებს არ გააჩნიათ უსაზღვრო ბიუჯეტი, რომ ეს ყველაფერი დამოუკიდებლად განახორციელონ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი