დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ საფრთხეები გააზრებული პოლიტიკით გაანეიტრალოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
კითხვაზე, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვას ეხება, უქმნის თუ არა საფრთხეს ქვეყანას, კახა კალაძე პასუხობს, რომ ხელისუფლება საფრთხეებს თავიდან აირიდებს ისე, როგორც ამას დღემდე აკეთებდა.
„საფრთხეები ყოველთვის იყო. საფრთხეები და გამოწვევები არ გამქრალა. ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ გაანეიტრალოს ეს გამოწვევები და საფრთხეები. ასე ვიმოქმედებთ ჩვენ მომავალში. ჩვენი ხელისუფლება საფრთხეების თავიდან არიდებას აპირებს ისე, როგორც ეს დღემდე გავაკეთეთ, გააზრებული პოლიტიკით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.