თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები ხორციელდება
08-09-2022, 11:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები ხორციელდება. კანდიდატები, რომლებიც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებენ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე წარადგინა.


მისი თქმით, „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას დაიკავებს. ხოლო ფონდის დირექტორის პოზიციაზე გიორგი პაპავას კანდიდატურაა წარდგენილი.


„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაუხადო ლევანჯღარკავას, რომელიც წლების მანძილზე იკავებდასხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციას თბილისისმთავრობაში და მისი ხელმძღვანელობით არაერთიწარმატებული პროექტი განხორციელდა. ლევანი იყო„თბილსერვისჯგუფის“ ხელმძღვანელი, შემდეგგადაინაცვლა მუნიციპალური ინსპექციის უფროსისთანამდებობაზე და ბოლოს იკავებდა „თბილისისგანვითარების ფონდის“ დირექტორის თანამდებობას. ლევანი არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს საჯარომოხელე, რომელიც პროფესიონალურად, კეთილსინდისიერად ემსახურება ქვეყანას და საკუთარსაქმეს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას უკვეგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისუფროსის თანამდებობაზე. ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა და დარწმუნებული ვარ, იქაც წარმატებული იქნება და ემსახურება ქვეყანას.


„თბილისისგანვითარების ფონდის“ ხელმძღვანელის პოზიციაზე გიორგი პაპავას კანდიდატურას წარვადგენთ,რომელიც დღემდე შესყიდვების საქალაქოსამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. გიორგი არისპროფესიით იურისტი, დამთავრებული აქვს ივანეჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აქვს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში წამყვანპოზიციებზე მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება. 2017 წლიდან არის თბილისის მთავრობის წევრი დაკეთილსინდისიერად ემსახურება დედაქალაქს. ის არის საქმის პროფესიონალი“, - აღნიშნა მერმა.

 

ამასთან, კახა კალაძის თქმით, შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი სთანამდებობაზე წარდგენილი იქნება ქეთევან შუბითიძის კანდიდატურა. მისივე განმარტებით, შუბითიძეს საბაკალავრო დასამაგისტრო განათლება მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფინანსების სპეციალობით, 2011 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში შესყიდვების მიმართულებით და გააჩნია საკმაოდ კარგი გამოცდილება.

 

თბილისის მერიისმუნიციპალური ინსპექციის უფროსის ვაკანტურ თანამდებობას კი ლაშა მაჭავარიანი დაიკავებს, რომელიც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსუფროსის მოვალეობას ასრულებდა. მერის თქმით, მაჭავარიანის ხელმძღვანელობით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

 

„ლაშას განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და უცხოეთში ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამები. წლების განმავლობაში იგი მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის მსოფლიო ბანკში, ასევე სახელმწიფო უწყებებში წამყვან პოზიციებზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

რაც შეეხება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს, ხელმძღვანელის პოზიციაზე მერმა გიორგი მარგებაძის კანდიდატურა წარადგინა. მისი თქმით, მარგებაძე დღემდე სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობს და კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია სააგენტოს გამართული მუშაობა მუნიციპალიტეტისთვის, თითოეული თბილისელისთვის.

 

„მას განათლება მიღებული აქვს ინფორმატიკის სისტემების მიმართულებით, ასევე, არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების მაგისტრი. წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში, აქვს საკმაოდ მდიდარი სამუშაო გამოცდილება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


მერმა წარდგენილ კანდიდატებს ახალ პოზიციებზე წარმატება უსურვა, რადგან, მისი თქმით, მათი წარმატებული საქმიანობაპირდაპირ აისახება დედაქალაქის განვითარებასა და კეთილდღეობაზე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი