დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ივერთუბნის დასახლებაში ახლად აშენებულ წყალარინების მიწისქვეშა სატუმბ სადგურზეც ისაუბრა, რომლის მშენებლობა უკვე დასრულდა. მისი განცხადებით, სატუმბი სადგური რთული რელიეფის მქონე ტერიტორიაზე წყალარინების ქსელის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს და ივერთუბნის დასახლების უმეტეს ქუჩებსა და ჩიხებს მოემსახურება.
„პროექტის ფარგლებში, ივერთუბნის დასახლებაში თანამედროვე ტიპის ტუმბოები
და დიდი მოცულობის - 500 კვ.მეტრიანი საავარიო რეზერვუარი მოეწყო. სატუმბ
სადგურზე დაცულია ყველა სახის ჰიგიენური ნორმები. პარალელურად,
წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყო ხუდადოვის, შერვაშიძის და
ხერხეულიძეების ქუჩებზე, ასევე, შერვაშიძის III, IV და VI შესახვევებში. ამჟამად,
ქსელის მოწყობა მიმდინარეობს შერვაშიძის I შესახვევში, ხოლო მოსახლეობის
დაერთების სამუშაოები ხერხეულიძის ქუჩასა და შერვაშიძის I შესახვევში
ხორციელდება.
ამ დროისთვის, უკვე დაერთებულია 50 ოჯახი, ხოლო დანარჩენ ქუჩებზე
ცენტრალური ქსელის მოწყობის და დაერთების სამუშაოები გრძელდება“, - აღნიშნა
კახა კალაძემ.
ივერთუბნის დასახლებაში, წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა მერიის
ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რაც
დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 105 111 ლარით დაფინანსდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.