ბერნარდ კუშნერი: ჩვენ არ ვართ რუსეთის წინააღმდეგ ომის მომხრე, ამის წარმოდგენაც კი ძალიან რთულია
21-11-2015, 08:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ არ ვართ რუსეთის წინააღმდეგ ომის მომხრე, ამის წარმოდგენაც კი ძალიან რთულია, - ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე საფრანგეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა შემდეგი შეკითხვის - მოვიდა თუ არა დრო, ევროპამ და აშშ-მ ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად ერთიანი პოლიტიკა შეიმუშავოს? - საპასუხოდ განაცხადა და დაამატა, რომ აღნიშნულის მიუხედავად, ევროპა ვალდებულია პუტინის პოზიციის წინააღმდეგ დადგეს.

 

 

"ჩვენ გვქონდა შეთანხმება, რომ სანქციები გამოგვეცხადებინა რუსეთისთვის. სანქციების შემდეგი ნაბიჯი არის ომი და ჩვენ ამისთვის არ ვიყავით მზად. თქვენც არ იყავით მზად და პრეზიდენტი ობამაც არ იყო მომზადებული, რომ რუსეთთან ომი დაეწყო. ამასთან, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ რუსეთთან წინააღმდეგობა გავწიოთ და დავდგეთ პუტინის პოზიციის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვართ რუსეთის წინააღმდეგ ომის მომხრე, ამის წარმოდგენაც კი ძალიან რთულია. ეს არის რეალობა", - განაცხადა ბერნარდ კუშნერმა.

 

 

რაც შეეხება ტერორიზმთან დაკავშირებულ საფრთხეებზე დასმულ შეკითხვას და კონკრეტულად იმას, რამდენად უნდა ითანამშრომლოს საქართველომ ამ თემის ირგვლივ რუსეთთან, საფრანგეთის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ეს თავად თბილისის გადასაწყვეტია.

 

 

"ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა რუსეთთან სირიაში. ვნახოთ რა მოხდება. ფილოსოფიურად და პოლიტიკურად ჩვენ ყველანი ერთად ვართ. იმედი მაქვს, რომ თქვენზე არ განახორციელებს ტერორისტულ შეტევას, იმიტომ რომ არ არსებობს ამის კონკრეტული საფუძველი. თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ არის თუ არა ტერორიზმი ის მიზეზი, რის გამოც საქართველომ და რუსეთმა უნდა ითანამშრომლონ? ეს შეიძლება იყოს გარკვეული მახე, მაგრამ არა პუტინის დამოკიდებულების გამო. ჩვენმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ შეცვალოს თავისი მოსაზრება სირიასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩვენი საერთო შეთანხმება უნდა იყოს, რომ ერთად, კოალიციის სახით ვებრძოლოთ ტერორისტულ საფრთხეებს", - აღნიშნა კუშნერმა.

 

 

კუშნერის ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრის თარგმანს ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი