„რაც შეიძლება მეტი სპორტული მოედანი უნდა გავაკეთოთ, რათა მეტი ხვიჩა კვარაცხელია, მეტი წარმატებული ადამიანი გავუზარდოთ ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე იტალიის საფეხბურთო კლუბ „ნაპოლიში“ მოთამაშე ქართველი ფეხბურთელის ბოლოდროინდელ წარმატებას.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თბილისის მერიას, გამოწვევების მიუხედავად, აქვს უამრავი პროექტი იმისთვის, რომ მეტად კომფორტული გახდეს ქალაქი, მეტი სკვერი, რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი გაკეთდეს.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, უამრავი პრობლემა, მაგრამ ყველა ვართ შემართებით და გვაქვს მზაობა, რომ დავუპირისპირდეთ ამ პრობლემებს, დავუპირისპირდეთ კონკრეტული საქმეებით, პროექტებით, გადასადგმელი ნაბიჯებით, რათა ხვალინდელი თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი, ვიდრე არის დღეს, ვიდრე იყო გუშინ და გუშინწინ. ამის ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა გაგვაჩნია.
ჩვენ მზად ვართ, გემსახუროთ, ვემსახუროთ ამ ქალაქს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავალამაზოთ, კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ, მეტი ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ, გამართული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც შეიძლება მეტი სკვერი და რეკრეაციული სივრცე თუ სპორტული მოედანი გავაკეთოთ, რათა მეტი ხვიჩა კვარაცხელია, მეტი წარმატებული ადამიანი გავუზარდოთ ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.