დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა კენჭს საკრებულოს დეპუტატად იყრის. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ქავთარაძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქავთარაძის თქმით, თუკი გიგი უგულავას მიმართ თბილისის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარის მითვისების ბრალდებით გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, უგულავა ეცდება, ეს პროცესი პოლიტიკურ დევნად შერაცხოს. მიხეილ ქავთარაძის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ გიგი უგულავა ზეწოლას ახორციელებს თბილისის მერიის თანამშრომლებზე, რადგან დელეგატთა რაოდენობა წყვეტს, თუ ვინ იქნება პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ქავთარაძემ მერიის სტრუქტურებში მომუშავე პირებს მოუწოდა თუ მათზე განხორციელდება ზეწოლა, დარეკონ ცხელი ხაზის ნომრებზე: 595-07-15-34, 595-07-15-36. მისი თქმით, ისინი თითოეული ასეთი ადამიანის ინტერესებს დაიცავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.