რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მალიში, სასტუმრო "რედისონზე" შეიარაღებული ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის რუსეთის ექვსი მოქალაქეა. აღნიშნული ინფორმაცია, რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ხაზაროვამ გაავრცელა.
დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას მალის ხელისუფლებაც ავრცელებს. ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის შედეგად 21 კაცი, მათ, შორის ორი თავდამსხმელი დაიღუპა.
მალიში, სასტუმრო "რედისონის" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ალ-მურაბითუნმა აიღო.
ტერორისტულმა დაჯგუფებამ განცხადება ამის შესახებ ტვიტერის საკუთარ გვერდზე განათავსა.
შეიარაღებული ტერორისტები სასტუმროში გუშინ, დილის ექვს საათზე შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს, მოკლულთაგან ერთ-ერთი, ჯოფრი დიუდონი, ბელგიის პარლამენტის წევრი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.