კახა კალაძემ ივერთუბანში წყალარინების მიწისქვეშა სატუმბი სადგური დაათვალიერა
09-09-2022, 16:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდა.

 


პროექტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

 


„ივერთუბნის დასახლებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. აქ ძალიან ბევრი პრობლემა იყო - არ არსებობდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. პირველი, რაც იყო გასაკეთებელი, ეს იყო სატუმბი სადგურის მოწესრიგება, იმისთვის, რომ შემდეგ უკვე კონკრეტულ ქუჩებზე, კონკრეტულ დასახლებაში შევიდეთ და მოხდეს მიწისქვეშა კომუნიკაციების პროექტის განხორციელება და ოჯახების დაერთება. სატუმბი სადგური დღეს უკვე სატესტო რეჟიმში მუშაობს და რამდენიმე დღეში ოფიციალურად გადაეცემა კომპანია „ჯივიპის“ იმისთვის, რომ მოემსახუროს აქ მცხოვრებ ადამიანებს. პარალელურად, მიმდინარეობს დაქსელვის სამუშაოები და დაერთებები კონკრეტულ ქუჩებსა და ჩიხებში. აქ 1100 ოჯახია და ძალიან ბევრ მათგანს სჭირდებოდა ამ პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


მისივე თქმით, ივერთუბნის დასახლებაში რეკრეაციული სივრცე მოეწყობა და საბავშვო ბაღის მშენებლობაც იგეგმება.

 


„გარდა ამისა, აქვე ძალიან დიდი პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. ესეც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო და უახლოეს მომავალში სამუშაოებსაც დავასრულებთ. ასევე, მალე გვექნება საბავშვო ბაღის პროექტი და დავიწყებთ მშენებლობას. საკმაოდ დასახლებული უბანია და ის დაპირება, რომელიც იყო მიცემული ამ ადამიანებისთვის, შესრულებული იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 


სატუმბი სადგური რთული რელიეფის მქონე ტერიტორიაზე წყალარინების ქსელის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს და ივერთუბნის დასახლების უმეტეს ქუჩებსა და ჩიხებს მოემსახურება. პროექტის ფარგლებში, დასახლებაში თანამედროვე ტიპის ტუმბოები და დიდი მოცულობის - 500 კვ.მეტრიანი საავარიო რეზერვუარი მოეწყო.

 


სატუმბ სადგურზე დაცულია ყველა სახის ჰიგიენური ნორმები. პარალელურად, წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყო ხუდადოვის, შერვაშიძის და ხერხეულიძეების ქუჩებზე, ასევე, შერვაშიძის III, IV და VI შესახვევებში. ამჟამად, ქსელის მოწყობა მიმდინარეობს შერვაშიძის I შესახვევში, ხოლო მოსახლეობის დაერთების სამუშაოები ხერხეულიძის ქუჩასა და შერვაშიძის I შესახვევში ხორციელდება. ამ დროისთვის, უკვე დაერთებულია 50 ოჯახი, ხოლო დანარჩენ ქუჩებზე ცენტრალური ქსელის მოწყობის და დაერთების სამუშაოები.

 


ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 105 111 ლარით დაფინანსდა.

 


პროექტი, მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა ლევან ნაროუშვილმა, ასევე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატებმა - რიმა ბერაძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერეს.

 

კომენტარები: 1
#1   seo
      
Caldwells is all that you will ever need when it comes to doors. They sell their products at the lowest prices which are made of the finest materials. If you don't believe me, you could https://caldwells.com/interior-doors/pre-finished them out through their website.
18 სექტემბერი 2022 19:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი