სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნო
09-09-2022, 16:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, მოადგილესთან შალვა ბერძენიშვილთან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერთან, მელქონ მაკარიანთან, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად სოფლების - ხანდო-ვარევანის, ბურნაშენთ-ლომატურცხში გზის დაგების მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები, სოფელ მურჯახეთში, კირხბულაკზე ხიდის მოწყობის სამშენებლო პროცესი მოინახულა.

 

 

ხელმძღვანელმა პირებმა ძირითადი აქცენტი 2022 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული სამუშაოების შესრულებაზე გააკეთეს.

 

 

აგრეთვე, შეაჯამეს მუნიციპალიტეტებში 2022 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა.

 


დღესვე, სახელმწიფო რწმუნებული შეხვდა სოფლის მოსახლეობას და ადგილზე გაეცნო კარტოფილის მოსავლის აღების სამუშაოებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი