სალომე ზურაბიშვილმა მესტიაში შეხვედრაზე სვანური ენის უნიკალურობასა და ქართველურ ენებში მის ისტორიულ სტატუსზე ისაუბრა
10-09-2022, 17:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მესტიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს სვანეთში მდგრადი განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ტურიზმის ტემპის ზრდისა და განვითარებისათვის.

 


მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ხაზი გაესვა უშგულისა და ლენტეხის დამაკავშირებელი გზის პროექტს. შეხვედრისას მხარეებმა სვანური ენის უნიკალურობაზე და ქართველურ ენებში მის ისტორიულ სტატუსზეც იმსჯელეს. როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტი სვანური ენის სკოლებში სწავლების ინიციატივით გამოვიდა. შეხვედრაზე სვანეთმა ორბელიანების სასახლეში რეგიონულ კვირეულში მონაწილეობის მოწვევა მიიღო.

 


ორბელიანების სასახლეში რეგიონული კვირეულის ჩატარება პრეზიდენტის ინიციატივაა, რომლის მიზანიც დედაქალაქისა და ფართო საზოგადოებისათვის ადგილობრივი კულტურისა და ეკონომიკის უპირატესობების გაცნობა და ჩვენებაა.

 


შეხვედრას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნელი ნავერიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე, მერის თანაშემწე განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საკითხებში ვახტანგ ფილფანი და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ქეთევან ხარძიანი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი