საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს, ფილიპ რიკერს შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ფილიპ რიკერს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო აშშ-ის საიმედო პარტნიორი და ერთგული მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა უკრაინაში მიმდინარე ომზე და რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილ რთულ უსაფრთხოების ვითარებაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას.
ფილიპ რიკერმა პრემიერ-მინისტრს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
საუბარი ასევე შეეხო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით და ფილიპ რიკერის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა.
განსახილველ საკითხთა შორის ასევე იყო საქართველოს ევროინტეგრაცია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.