საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველთან ფილიპ რიკერთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე რეგიონალური მოვლენების დინამიკა და მშვიდობის, დემოკრატიის, რეგიონული და საერთო განვითარების ხელშეწყობაში აშშ-ის გადამწყვეტი როლი განიხილეს.
“შევხვდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ფილიპ რიკერს. განვიხილეთ რეგიონული მოვლენების დინამიკა, ევროპასთან საქართველოს ინტეგრაცია, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ამერიკის შეერთებული შტატების გადამწყვეტი როლი მშვიდობის, დემოკრატიის, რეგიონული და საერთო განვითარების ხელშეწყობაში”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.