თურქეთში ISIS-ის სამი წევრი დააკავეს, სამივე პარიზის ტერაქტებთან კავშირშია ეჭვმიტანილი
22-11-2015, 01:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთში, "ისლამური სახელმწიფოს" სამი წევრი დააკავეს. სამივე პარიზის ტერაქტებთან კავშირშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა "თუდეი ზამანი" წერს.

 


სპეცოპერაცია თურქეთის პროვინცია ანტალიაში ჩატარდა. დაკავებულთა შორის ბელგიის მოქალაქე, მაროკოელი 26 წლის აჰმეტ დაჰმანია, რომელიც სამართალდამცველებმა ხუთვარსკლავიან სასტუმროში აიყვანეს. დაჰმანი პარიზის ტერაქტებისთვის სამიზნეების შერჩევაშია ეჭვმიტანილი.

 


სამართალდამცველებმა დააკავეს ასევე ორი ეთნიკური სირიელი აჰმეტ ტაჰირი და მუჰამად ვერდი, რომლებიც სირიიდან თურქეთში ყალბი პასპორტებით ჩავიდნენ. მათ დაჰმანი სირიაში უნდა გადაეყვანათ.

 

 

"თუდეი ზამანი" აღნიშნავს, რომ პარიზის ტერაქტების სულ მცირე ორი შემსრულებელი ევროპაში თურქეთის გავლით ჩავიდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი