საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, მაჭავარიანის ქუჩაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის შედეგად, 3850 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. თავდაპირველად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლისა და წყალარინების სისტემა მოაწყო. ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
სოფელდიღომში, გასულ წელს კვირაცხოვლის, ვაჟა-ფშაველასა და მამუჩაშვილის ქუჩები ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა. მაჭავარიანის ქუჩის დაგებით კი, სრულდება პროექტი, რომელიც იმ ქუჩების მოწესრიგებას მოიცავდა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის.
მაჭავარიანის ქუჩის პროექტი საბურთალოს გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 261 514 ლარია გამოყოფილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.