ნაძალადევის რაიონში, ავალიშვილის ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 1 400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
პროექტის პირველ ეტაპზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები განხორციელდა. გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ და თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერეს.
„ავალიშვილის ქუჩაზემხოლოდ გრუნტიანი გზა იყო, რის გამოც ადგილობრივმოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა. ახლა მოქალაქეების მთავარი პრობლემა აღმოფხვრილია და ისინი კეთილმოწყობილი გზით სარგებლობენ. აღნიშნული ტერიტორია შეიძლება ითქვას, რომ ახალი დასახლებაა და ჩვენ მომავალი წლის განმავლობაშიც გავაგრძელებთ მიმდებარე ქუჩებისკეთილმოწყობას“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
სანიაღვრე ქსელის მოწყობისა და საგზაო სამუშაოების საერთო ღირებულება 314 000ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.