ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ სამუშაო თათბირი გამართა მერის წარმომადგენლებთან ტერიტორიულ ერთეულებში და ა/ა/იპ-ების ხელმძღვანელებთან.
ცაგერის მერიის ცნობით, თათბირზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ძირითადი აქტივობები, მათ შორის: ინფრასტრუქტურული პროექტები, ტერიტორიულ ერთეულებში არსებული გამოწვევები, სოციალური პროგრამით დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობები და სხვა საკითხები.
მერმა მოისმინა ანგარიში და სამუშაო გეგმა ხელმძღვანელი პირებისგან.
თათბირს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი და მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.