მაჭავარიანის ქუჩაზე გზის მოწყობა დღის ბოლომდე დასრულდება და საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გასულ წელს, ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით განხორციელებული საპრევენციო სამუშაოების შემდეგ, გადაადგილება აღნიშნულ გზაზე უსაფრთხო გახდა.
„მაჭავარიანის ქუჩაზე გუშინ ღამით დავიწყეთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გზის დაგება, მოასფალტება. ეს არის ბოლო ფენა და დღის ბოლოსთვის სამუშაოებიმთლიანად დასრულებული იქნება. ახლაც მიმდინარეობს მოასფალტება. გასულ წელს, მოგეხსენებათ, მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, არაერთი საპრევენციოსამუშაო განხორციელდა. ფერდის გამაგრება ე.წ. ანკერების საშუალებით მოხდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხოგახდა.პირველ ეტაპზე, ქვედა ფენებში მოვაქციეთ იქ არსებული გზადა დღეს უკვე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ბოლო ფენებში ხდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სამუშაოებიდან გამომდინარე, მაჭავარიანის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.
„აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეზღუდულია.გზის ნახევარი დროებით დაკეტილია და ნახევარ გზაზე შესაძლებელია გადაადგილება, თუმცა, დღის ბოლოს სამუშაოები მთლიანად დასრულდება და გადაადგილებას უპრობლემოდ შეძლებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.