სუს-მა ტერორიზმის ბრლდებით, საქართველოში დაბრუნებული დავით ბორჩაშვილი აეროპორტში დააკავა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მოქალაქე დავით ბორჩაშვილი დააკავეს სსსკ-ის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანზიაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს.
ბორჩაშვილის საქმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ხმაურდება.
ცნობილია, რომ მისი ნახვის საშუალება არ ეძლევათ ოჯახის წევრებს და სახალხოს დამცველის ოფისის წარმომადგენელს.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბორჩაშვილი თურქეთში მუშაობდა და მას სირიასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, საქართველოში დაბრუნებისას, 29 წლის დავით ბორჩაშვილი სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, რამდენიმე საათის შემდეგ უკან გააბრუნეს.
თურქმა სამართალდამცველებმა დეპორტირებული დავით ბორჩაშვილი ისევ უკან საქართველოში გამოუშვეს, რის შემდეგაც მისი დაკავება განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.