გლდანის რაიონში, ლიბანის სკვერის აღდგენა დასრულდა
14-09-2022, 15:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, ლიბანის სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

 

სამუშაოების ფარგლებში, 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, განახლდა საფეხმავლო ბილიკები, მოეწყო ველობილიკი, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები,სასმელი წყლის შადრევანი, განთავსდა საპარკე ინვენტარი,ასევე, საბავშვო და სპორტული მოედნები და მოსასვენებელი პავილიონი.

 

„დედაქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე - ლიბანის სკვერიშეემატა. გვახსოვს აქ რა მდგომარეობა იყო. დღეს კი ყველაფერი განახლებული და მოწესრიგებულია. დაირგოხე-მცენარეები, თავისი სარწყავი სისტემით. დამონტაჟდა განათებები და ბავშვებისთვის ატრაქციონები. მოეწყო მოსასვენებელი სივრცე ყველა თაობის ადამიანისთვის. მთლიანად პროექტი დასრულებული არ არის, რადგან მიმდებარედ, სარაჯიშვილის სკვერის სამუშაოები მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში ისიც დასრულდება. წლის ბოლოსთვის კი სარაჯიშვილის გამზირზე არსებული შუა ზოლი მთლიანდ მოწესრიგდება და ამ პროექტის სახით, ერთი დიდი რეკრეაციული სივრცე გამოვა, რაც ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

აღნიშნულ სკვერში ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება: დაირგო 349 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი. მოეწყო სარწყავი სისტემა 4 509 კვადრატულ მეტრ ფართობზე, დაითესა ბალახი და ტერიტორიაზე შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი.

 

ლიბანის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 226 211 ლარს შეადგენს.

 

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გლდანის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე იმყოფებოდნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი