პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში ვეტერანთა შორის. პრესტიჟულ ასპარეზობაში, ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ფინანსური მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღო, მესამე საპრიზო ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საქართველოს ჩემპიონმა ძიუდოში ვეტერანთა შორის, ცაგერის კომპლექსური სპორტული სკოლის მწვრთნელმა ივანე ქურასბედიანმა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ მიიღო წარმატებული სპორტსმენი თავის აღსაზრდელებთან და სასპორტო სკოლის წარმომადგენლებთან ერთად და მიულოცა მიღწეული წარმატება, ნორჩ ძიუდოისტებს კი უსურვა მიბაძონ ღირსეულ დამრიგებელს და ახალ- ახალი წარმატებებით გაახარონ მშობლიური კუთხე და სრულიად საქართველო.
სასპორტო სკოლის დირექტორმა კობა ქომეთიანმა კოლექტივის სახელით მადლობა გადაუხადა მერს მხარდაჭერისათვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი,მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი და სპორტული სკოლის წარმომადგენლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.