დიდად ვაფასებთ გერმანიის პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელიც აუცილებელია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე წარმატებების მისაღწევად და რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ გერმანიაში მისი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფედერალურ კანცლერთან საუბარი შეეხო გერმანიასა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობას და განხილულ იქნა სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების გზები.
"გერმანიაში ჩემი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მქონდა ფედერალურ კანცლერთან შეხვედრის პატივი. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ გერმანიასა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობაზე და განვიხილეთ სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების გზები. დიდად ვაფასებთ გერმანიის პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელიც აუცილებელია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე წარმატებების მისაღწევად და რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად,"- წერს პრემიერ-მინისტრი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.