GUARDIAN.GE - შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მისი მთავრობის დამარცხების შემდეგ, თანამდებობას ტოვებს. ანდერსონის მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციამ მცირე პროცენტული მაჩვენებლით წააგო მემარჯვენე ფრთის პარტიებთან და ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ 173 ადგილი აქვს მოპოვებული პარლამენტში, ოპოზიციას კი 176.
მოელიან, რომ ახალი მთავრობის ფორმირებას „ზომიერი პარტიის“ ლიდერი ულფ კრისტერსონი მოახდენს. ბლოკში სხვებთან ერთად, ულტრა-მემარჯვენე პარტია „შვედეთის დემოკრატები“ შედის, რომელიც ქუჩებში ბანდების მზარდი დანაშაულის წინააღმდეგ აწარმოებდა კამპანიას.
ეს არის მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი შვედეთის პოლიტიკისთვის - „შვედეთის დემოკრატებს“ ოდესღაც პოლიტიკური პარტიები უყურებდნენ როგორც კეთროვანს, მაგრამ ახლა მათ ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 20% მოიპოვეს.
ოთხპარტიული მემარჯვენე ბლოკი, რომელიც ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს, „შვედეთის დემოკრატების“, „ზომიერი პარტიის“, „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და „ლიბერალებისგან“ შედგება.
„პარლამენტში მათ ერთი თუ ორი ადგილით აქვთ უპირატესობა. ეს მცირე უმრავლესობაა, მაგრამ უმრავლესობაა“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე 55 წლის მაგდალენა ანდერსონმა.
საარჩევნო კამპანიისას ბანდების, იმიგრაციისა და ინტეგრაციის საკითხები, ასევე ელექტროენერგიის ფასების ზრდა დომინირებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.