„ჩვენი მთავრობის დაანონსებული გზა, პოლიტიკა არის მშვიდობა რეგიონში“ - ამის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტუმრობისას
განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” რეგიონში არსებულ
გართულებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
„მშვიდობა რეგიონში არ მოიცავს მხოლოდ კავკასიის რეგიონს. ჩვენ ძალისხმევას არ
ვიშურებთ, რომ მშვიდობაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ეს იქნება კავკასიის თუ უფრო დიდი
რეგიონის მასშტაბით “, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
უწყების ხელმძღვანელმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განვითარებულ მოვლენებზეც
ისაუბრა.“ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით კონკრეტული მოლაპარაკებების ინიციატორები, სადაც
საშუალება გვექნება, იქნება ეს ტყვეთა გაცვლა თუ სხვა ქმედება, რაც იყო პრემიერის
ინიციატივა და ყველასთვის სამაგალითო “, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია
„იმედის“-ის ეთერში სტუმრობისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.