„გვაქვს ინიციატივა, დამატებით გავუზარდოთ ანაზღაურება ჩვენს სამხედრო
მოსამსახურეებს,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია
„იმედის“ ეთერში განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის
ზრდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური
პირობების გაუმჯობესება ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებაა.
„რა თქმა უნდა, ეს ზრდაც არ ეხება არანაირად მილიტარიზაციას. ეკონომიკის ზრდამ,
პრემიერის ხელმძღვანელობით სწრაფად გადაწყვეტილების მიღებამ, თამამი
გადაწყვეტილების მიღებამ მოგვცა იმის საშუალება, რომ მეტი შემოსავალი მიეღო ქვეყანას და
შესაბამისად გადანაწილებულიყო სხვადასხვა უწყებაზე. ჯამში, ჩვენ გვემატება 98 მილიონი
ლარი. უწყებას აკლდება 18 მილიონი, ის რომელიც იქნა დაზოგილი კონკრეტულად
შემთხვევაში. თუმცა, ცდილობენ, რომ ეს პოზიტივი ნეგატივად გადააკეთონ. ეს იქნება
პროპორციულად გადანაწილებული ხარჯები,“ - აღნიშნა მინისტრმა.
მისი განცხადებით, დაბალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებს წელს უკვე ორჯერ
მოემატათ ხელფასები: „უკვე შევასრულეთ დაპირება მინიმალურ დონეზე, 2-%დან 25% მდე
გავუზარდეთ ანაზღაურება დაბალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებს. დაგეგმილია, ასევე
პრემიერის ინიციატივით, 10%-ით ზრდა იანვარში ყველა სამხედრო მოსამსახურეზე. ჩვენ
კიდევ გვაქვს ინიციატივა, დამატებით გავუზარდოთ ანაზღაურება ჩვენს სამხედრო
მოსამსახურეებს,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.