ჯუანშერ ბურჭულაძე: თავდაცვის სამინისტროს დამატებითი ბიუჯეტი და ასიგნებებიც პროპორციულად მიმართული იქნება როგორც სამხედრო მოსამსახურის სოციალური პირობების, ასევე თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე
16-09-2022, 08:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს
პრიორიტეტებზე ისაუბრა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "იმედი live"-ის ეთერში.

 


ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს დამატებითი ბიუჯეტი და
ასიგნებებიც პროპორციულად მიმართული იქნება როგორც სამხედრო მოსამსახურის
სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე თავდაცვითი შესაძლებლობების
გაუმჯობესებაზე. თავდაცვის მინისტრმა უწყების პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა,
რომ საქართველოში დაფუძნებული კომპანია ნატოს სტანდარტის ტიპის შაშხანებს
აწარმოებს.

 


მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა პოლონელებთან ერთად დაფუძნებულ საწარმოზე,
რომელიც დრონებზე იმუშავებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ავიაციის აღდგენის
პროცესი გაგრძელდება.

 


„მივყვებით ამბიციურ გეგმას, რაც დავისახეთ ჩვენს ავიაციაში. ყველა ეტაპი წინსწრებით
გვაქვს განხორციელებული და ჩვენი ავიაციის აღდგენა გაგრძელდება", - განაცხადა მან.
ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, რომ მანიპულირება, თითქოს, 18 მილიონით შევამცირეთ
ავიაციის ხარჯები, სიმართლეს არ შეესაბამება.

 


თავდაცვის მინისტრის თქმით, თავდაცვის სამინისტროს ათწლიან გეგმაში ერთ-ერთ
მთავარ პრიორიტეტად განსაზღვრულია საჰაერო თავდაცვა და ამ მიმართულებით არაერთი
პროექტი ხორციელდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ იგეგმება შესყიდვები, რაც
კიდევ უფრო განავითარებს ამ მიმართულებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი