ავიაკომპანია Turkish Airlines–ის ეარბუს A330-მა კანადის ქალაქ გალიფაქსის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა.
თურქული ავიალაინერი ნიუ-იორკიდან ანკარაში მიფრინავდა. უცხოური მედიის ცნობით, საგანგებო დაშვების მიზეზი ბორტზე ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია გახდა.
თვითმფრინავში 256 ადამიანი იმყოფებოდა. აეროპორტში დაშვების შემდეგ ყველა მათგანის უსაფრთხო ევაკუაცია განხორციელდა.
სამართალდამცავები ადგილზე ძაღლების დახმარების თვითმფრინავს ამოწმებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.