ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
16-09-2022, 10:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნაძალადევის რაიონში, საყვირის ქუჩა N2-დან მრევლიშვილის ქუჩა N7-ის ჩათვლით გზის რეაბილიტაცია სრულდება. ამ დროისთვის ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 600 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა.

 


ბოლო ეტაპისსამუშაოებსნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე გაეცნენ, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

 


„ამ მონაკვეთზე ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა. იმდენად დაზიანებული იყო გზის საფარი, რომ მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. აქ დევნილთა დასახლებაა, სადაც 150-მდე ოჯახი ცხოვრობს. განსაკუთრებითდევნილი ოჯახები წუხდებოდნენ ამ პრობლემით. გზის რეაბილიტაციას ვერ ვიწყებდით, რადგან შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ შესაცვლელი იყო წყალარინების ქსელი და სისტემის განახლებას აქამდე ვერ ახერხებდნენ. საბოლოოდ, GWP-მ შეცვალა მოძველებული კომუნიკაციები, რის შემდეგაც გამგეობის დაკვეთით ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო“, - აღნიშნა ირაკლი ანდღულაძემ.

 


ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 136 000 ლარია. საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი