დედაქალაქში „ევროპის მობილობის კვირეული“ (EMW) გაიხსნა, რომლის მიზანი საზოგადოებაში მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. „ევროპის მობილობის კვირეული“ევროკომისიის ინიციატივით, ყოველწლიურად, 16-22 სექტემბერს ტარდება.
ღონისძიებაზე შეკავშირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგრად განვითარებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ევროპული ქალაქის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
კვირეულის გახსნას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ „ევროპის მობილობის კვირეულის“ ფარგლებში, შესაძლებლობა გვექნება, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ თბილისის მდგრად მობილობაზე. როგორც იცით, სატრანსპორტო რეფორმა იყო ერთ-ერთი ძირითადი რეფორმა, რაც 2017 წელს წამოვიწყეთ. ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება სახეზეა. სრულად ჩანაცვლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მომდევნო წლებში, მეტროც სრულად რეაბილიტირდება. ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენ შევცვალეთ მიდგომა და ნახავთ, როგორი სხვანაირი დიზაინით კეთდება ქუჩები, რადგან, როგორც კერძო ავტომობილებს, ისე საზოგადოებრივ, ეკო-მეგობრულ და არამოტორიზებულ ტრანსპორტს, გადაადგილების თანაბარი საშუალება მიეცეს. ასევე, რამდენიმე სატრანსპორტო დერეფანი გაჩნდა და აქტიურად მიმდინარეობს ე.წ. ბასლეინების და ველობილიკების დახაზვა.გარდა ამისა, რამდენიმე წელში თბილისს ექნება თანამედროვე ITS სისტემა, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ITSარ არის მხოლოდ მართვის სისტემა, რაც ნაკადების დაგეგმარების საშუალებას უკეთ მოგვცემს. ეს პირდაპირ აისახება ჰაერის დაბინძურებაზე, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
დედაქალაქის მერის მოადგილემ მუნიციპალიტეტის მერიის პარტნიორი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მხოლოდ მუნიციპალიტეტი თავს ვერ გაართმევს იმ სატრანსპორტო რეფორმას, რაც ჩვენ დავიწყეთ. დიდი მადლობა საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს. არაერთი საკანონმდებლო ცვლილება გახდა საჭირო და მომავალშიც განხორციელდება იმისთვის, რომ თბილისი ევროპული მობილობის კუთხით, საუკეთესოგახდეს“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.
„ევროპის მობილობის კვირეულს“, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება, თბილისი უკვე მეორედ უერთდება.კვირეულის გახსნისღონისძიების მთავარი გზავნილია - „უკეთესი კავშირები“, რაც გულისხმობს უკეთესად შეკავშირებულ ტრანსპორტს და მდგრადი მობილობის მიზნების მისაღწევად, ქალაქში ურბანული სივრცის განაწილებისა და გადაადგილებისთვის სწორი ბალანსის დაცვას.
კვირეულის გახსნას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გაერო-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში საბინე მახლი, ასევე,სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, კერძო სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.