თავდაცვის მინისტრმა კადეტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
16-09-2022, 16:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა სკოლის დაარსების 12 წლის იუბილე და სწავლის დაწყება გელათის საკათედრო ტაძრის ეზოში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა. კადეტებს სწავლის დაწყება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სასწავლებლის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს ყურადღება და კადეტებს წარმატებები უსურვეს.

 

 

ღონისძიების ფარგლებში გელათის აკადემიასთან და საკათედრო ტაძართან განლაგებულმა კადეტებმა კადეტის მრწამსი წაიკითხეს. ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები და მასწავლებლები კი, საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ.

 

 

დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, ღონისძიება კულტურული პროგრამით გაგრძელდა. კადეტებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია -“მგლის ლეკვები იზრდებიან ისევ“. დღესვე, კადეტთა ნახატებისა და გაზეთის პრეზენტაციაც გაიმართა.

 


ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და თავდაცვის ძალების მაღალჩინოსნები დაესწრნენ. კადეტები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმაც დალოცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი