მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ იხსნება
16-09-2022, 16:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი და თბილისის მერია 16 სექტემბრიდან 23ოქტომბრის ჩათვლით, წარმოგიდგენთ 30-ე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს - „შემოდგომის თბილისი“.

 


ფესტივალი გააერთიანებს სხვადასხვა ჟანრის მოყვარულ მსმენელს და12 კონცერტით იქნება წარმოდგენილი,რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქართველი, ისე მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები. მათ შორის, თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ლა სკალას კამერული ორკესტრი, საქართველოს კამერული ორკესტრი „საქართველოს სიმფონიეტა“,გია ყანჩელის სახელობის „თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი“, ტონი მომრელი და ბენდი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, გორის და თბილისის ქალთა გუნდები, ფოლკლორული ანსამბლები „რუსთავი“, „ბასიანი“ და „შავნაბადა“. ასევე, დირიჟორები: ვახტანგ კახიძე, გაბორ ჰოლერუნგი და მირიან ხუხუნაიშვილი.

 


ფესტივალის ფარგლებში, 23 ოქტომბერს ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

 


საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 1993 წელს, ჯანსუღ კახიძის სახელობისთბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერდაფუძნდა. ფესტივალი, რომლის სულის ჩამდგმელია მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე, ხელს უწყობს საქართველოში მსოფლიო მუსიკალური კულტურის სხვადასხვა ჟანრის, განსაკუთრებით კი სიმფონიური მუსიკის პოპულარიზაციას და თბილისის სიმფონიური ორკესტრის შემოქმედების წარმოჩენას. ფესტივალზე მსმენელს ეძლევა შესაძლებლობა, გაიცნოს პროფესიული მუსიკის სფეროს გამოჩენილი მუსიკოსები.

 


ფესტივალის პარტნიორებია: ქალაქ თბილისის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, სასტუმრო „სითი ავენიუ“ დარესტორანი „მუხამბაზი“.

 


საინფორმაციო მხარდაჭერებია: საქართველოს პირველი არხი და რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“.

 


კონცერტების დასაწყისი: 19:30 საათი, მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზ.N123ა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი