თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ასფალტის საფარი იგება და 19 სექტემბრიდან საავტომობილო მოძრაობა აღდგება
18-09-2022, 23:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია მეორე ეტაპზე გადადის. ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოები 14 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ქვედა ფენები იგება.

 


მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

 


მისი თქმით, ასფალტის ქვედა ფენების დაგება დღეს ღამით დასრულდება და ხვალიდან გზის სავალ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა გაიხსნება.

 


„რამდენიმე დღეა მელიქიშვილის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. ამჟამად, გზის საფარი იგება. ხვალიდან მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი. თუმცა, ამით არ სრულდება პროექტი. ამის შემდეგ წყალარინების ჭის თავები იქნება წამოსაწევი. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების განახლება, მოპირკეთდება ფილებით, დაიდგმება განათების ბოძები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


პროექტის მიხედვით, მელიქიშვილის გამზირზე მთლიანად დასრულებულია მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია. კერძოდ, სრულად შეცვილილი და განახლებულია წყალმომარაგების, წყალარინების, გაზმომარაგების და სანიაღვრე ქსელები. ამჟამად, საჰაერო ქსელების კაბელ-არხებში განთავსება მიმდინარეობს.

 


უახლოეს პერიოდში ანალოგიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან, კოსტავას ქუჩამდე განხორციელდება. პროექტი საბოლოოდ მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

 


თბილისის მერთან ერთად ადგილზე მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, ლევან ნაროუშვილი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ზურა აბაშიძე იმყოფებოდნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი