„ავიაციას შემოუერთდნენ, დაუბრუნდნენ ისეთი სპეციალისტები, ვინც ათეული წლის განმავლობაში იყვნენ საზღვარგარეთ წასულები” – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე, სამხედრო ავიაციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განუცხადა: „ჩვენ ჩავრთეთ ყველა ამ პროცესში და ამასაც ნუ დახატავთ ისე ახლა, რომ თითქოს გადინება გვაქვს. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე და ეს პროცესიც არის „შეუქცევადი და განგრძობითი“.
ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე თავდაცვის ძალების სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.