პრეზიდენტი პატრიარქის პოზიციით აღფრთოვანებულია
21-02-2014, 14:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩემთვის აღმაფრთოვანებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის პოზიცია, როდესაც საქმე ეთნიკურ ან რელიგიურ ჩაგვრას ეხება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

 

 

"თვითმმართველობა უმნიშვნელოვანესია ჩვენნაირი ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი ქვეყნისთვის. იმის შეგრძნება, რომ ყველანი ერთად ვმართავთ და ვანვითარებთ ჩვენს ქვეყანას, არის ის, როგორ შეიძლება აყვავდეს ჩვენი ქვეყანა. ასე ქმნიდა გაერთიანებულ, ძლიერ საქართველოს ჩვენი ყველაზე დიდი მეფე დავით აღმაშენებელი. ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში თანაარსებობდნენ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები. ეს ხორციელდებოდა ქრისტიანულ ქვეყანაში. დიახ, შემწყნარებლობა უპირველესად სწორედ ქრისტიანული ფასეულობა და ტრადიციაა. მართლმადიდებელი ეკლესიის როლი, რომელიც ხაზგასმულია ჩვენს კონსტიტუციაში, მნიშვნელოვანია ჩვენს სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს როლი ჰყვავის და ვითარდება სწორედ ქართული ტრადიციების და ქართული ტოლერანტობის პირობებში. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის აღმაფრთოვანებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის პოზიცია, როდესაც საქმე ეხება ეთნიკურ ან რელიგიურ ჩაგვრას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი