თბილისის მერია: თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება
19-09-2022, 18:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, კოსტავას ქუჩაზე - გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთში, 20 სექტემბრიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება.

 


ჭავჭავაძის გამზირიდან და კეკელიძის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებითიმოძრავებენ. რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ქიაჩელის, ახვლედიანისა და ნიკოლაძის ქუჩების გავლით. მელიქიშვილის გამზირიდან კი,ავტომობილები ვარაზისხევის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, ქიაჩელის, ახვლედიანისა და ნიკოლაძის ქუჩებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებას შეძლებენ ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით, ხოლოვარაზისხევის ქუჩიდან ამომსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს მარცხნივ მოხვევით, შეეძლებათ, რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრაონ.

 


აღნიშნული სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც შეიცვლება.

 


რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N306, N310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378, N391, N397 დამიკროავტობუსები:N472, N532, N540, N541 პირველი რესპუბლიკისმოედნის, ქიაჩელისა და ნიკოლაძის ქუჩების გავლით, მელიქიშვილისგამზირზეგადაინაცვლებენ, ვარაზისხევის ქუჩისსაშუალებით, გმირთა მოედანზეგადაადგილდებიან დამოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

 


გმირთა მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი ავტობუსები: N306,N 310, N314,N326, N331, N337, N342, N352, N358, N378, N391 და მიკროავტობუსები: N472,N532, N540, N541 ვარაზისხევის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირზე მოხვდებიან და კოსტავას ქუჩის გავლით, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.ვაკიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრავიავტობუსები:N307, N311, N351, N354, N387 დამიკროავტობუსი:N512 გადაადგილებას შეძლებენვარაზისხევის ქუჩით. უკუმიმართულებითაც, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ამავე ქუჩის გამოყენებით.

 


რაც შეეხება ვაკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს,N301,N345, N359, N388, N397და მიკროავტობუსი- N540 ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით, უკვე არსებული სქემით იხელმძღვანელებს. რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძისგამზირის მიმართულებით მოძრაობისას, ავტობუსები: N301, N345, N359, N388 დამიკროავტობუსი-N540 მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილდება პირველი რესპუბლიკის მოედნის, ქიაჩელისადა ნიკოლაძის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც, ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით იმოძრავებს.

 


ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი